Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ლილოში 16 000 კვ.მ ფართობზე უკანონოდ განთავსებული 80-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

ლილოში, საქნავთის დასახლებაში, 16 000 კვ.მ ფართობზე უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები; სკვერი შემოისაზღვრება და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით; დამონტაჟდება სკამები და ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, დაიგება დეკორატიული ფილები, შეიცვლება სარწყავი და განათების ქსელები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი.

საქნავთის დასახლებაში აქამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა ვერ ხერხდებოდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკანონოდ განთავსებულ 80-მდე ავტოფარეხს ეკავა. მათი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, ნაწილის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები