ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის 8 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.
„კარგი ახალი ამბავი. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.