სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.

