სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II – რთულ დროს კურთხეული პატრიარქი ილია II მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის უმაღლესი სასულიერო საბჭოს, ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის კრების და მორწმუნეების სახელით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.

„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“, – ნათქვამია ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის სამძიმარში.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები