გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში.
ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა. მშვიდად განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, – წერს პეტერ ფიშერი.

