2023 წლის 8 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს ეწვევა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.