[ვიდეო] პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით  მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები