კაია კალასი: საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება, 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა, ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები