Tuesday, April 1, 2025
18.8 C
Tbilisi

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი: აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები