მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ორბანის დამარცხების შემდეგ, აპირებს „საპარლამენტო არჩევნების“ დანიშვნას აქ და თავისი შვილის „პრემიერად“ დასმას

„ირანის დიქტატორული რეჟიმი აპირებს მოკლული ხამენეის ვაჟის დანიშვნას ახალ დიქტატორად.

საერთოდ ეს ტენდენცია ახასიათებთ დიქტატორებს ჩრდილო კორეიდან და სირიიდან დაწყებული და ირანით დამთავრებული.

აქაური დიქტატორიც არაა გამონაკლისი და მისი მთავარი ლობისტი, ორბანის დამარცხების შემდეგ, აპირებს „საპარლამენტო არჩევნების“ დანიშვნას აქ და თავისი შვილის „პრემიერად“ დასმას.

თან ეს მისი გეგმა, თურმე რაღაც ნუმეროლოგიურ გათვლებსაც ეყრდნობა. ქართველები რამდენ ხანს აპირებენ ივანიშვილის მყრალ ჩეჩმაში დარჩენას, ეგ სხვა საკითხია“, –  წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები