GUARDIANGE –კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დროებითი სიფრთხილის ზომების სახით დოჰაში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
„მათთვის შესაბამისი საცხოვრებელი უზრუნველყოფილია აუცილებელი პრევენციული ზომების ფარგლებში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ კვირაში საუდის არაბეთსა და ქუვეითში აშშ-ის საელჩოებსა და დუბაიში აშშ-ის საკონსულოს დრონებით დაესხნენ თავს.
ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ახლო აღმოსავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონიდან ბევრი რეისი გაუქმდა ან შეჩერდა.
აშშ-ის მთავრობა დიდი ძალისხმევით ცდილობს ჩარტერული რეისების დაჯავშნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და იორდანიაში მყოფი ამერიკელი მოქალაქეებისთვის და ასევე ცდილობს დაეხმაროს სხვაგან ჩარჩენილ ადამიანებს კომერციული რეისების ბილეთების დაჯავშნაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 28 თებერვლიდან ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ში დაახლოებით 17 500 მოქალაქე დაბრუნდა.

