GUARDIANGE – ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაშავდა 149 ადამიანი.
დარტყმები მოჰყვა „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე ღამით განხორციელებულ თავდასხმას, რამაც გააფართოვა ომი ახლო აღმოსავლეთში.
უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაღუპული.
ისრაელმა მშვიდობიან მოსახლეობას 50-ზე მეტი სამიზნე ტერიტორიიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დამატებითი დარტყმების მომზადებას გეგმავდა.
„თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი სახლები და გადაადგილდით თქვენი სოფლიდან მინიმუმ 1000 მეტრის (0.6 მილი) დაშორებით ღია ადგილებში“, – განაცხადა არმიის პრესსპიკერმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ჩამოთვლილია ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე დასახლებები.
AFP-ის ცნობით, ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ ლიბანზე სამხედრო დარტყმებს გააძლიერებს მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ რაკეტები გაუშვა.
ისრაელის სამხედრო ძალების ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელმა, რაფი მილომ, განაცხადა, რომ ჰეზბოლამ „ლიბანის სახელმწიფოს ნაცვლად ირანის რეჟიმი აირჩია“ და გააფრთხილა, რომ ჯგუფი „ძვირ ფასს გადაიხდის“.
„დარტყმები გრძელდება, მათი ინტენსივობა გაიზრდება“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

