რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა. პუტინმა ამ ქმედებას უწოდა „მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით“.
„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ამ ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანით“, – ნათქვამია პუტინის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანისთვის გაგზავნილ წერილში.
კრემლის პრესსამსახურმა ეს წერილი თავის ოფიციალურ Telegram ანგარიშზე გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, წინა დღეს, მკაცრად დაგმო აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანში და მას უწოდა „სუვერენული და დამოუკიდებელი გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“.

