აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი: ის ფაქტი, რომ საქართველოში ეთნიკურ სომხებს საშუალო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება აქვთ, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს

GUARDIANGE – საქართველოს მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „ბოლო წლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტის მიუხედავად, სწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დიდ ქალაქებში სკოლები ხშირად გადატვირთულია მოსწავლეებით.

დემოგრაფიული შემცირების, მოსახლეობის ურბანულ ცენტრებში გადინების პარალელურად სოფლებსა და მცირე დასახლებებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული რესურსი კლებულობს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა

ამასთანავე, სისტემაში მწვავედ დგას სპორტული ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კვების ობიექტების, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებისა და ადაპტირებული გარემოს დეფიციტი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე.

ეს, თავის მხრივ, აფერხებს სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ვერ ქმნის იმ სივრცეს, რომელიც სრულყოფილად შეუწყობს ხელს ბავშვის აკადემიურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები

აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ ვაჟა ზურნაჩიანს დაუკავშირდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე – რამდენად შეესაბამება აშკალის საჯარო სკოლის სასწავლო გარემო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში აღნიშნულს – ვაჟა ზურნაჩიანმა უპასუხა, რომ მათი სკოლის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ინფრასტრუქტურა ძირფესვიან ცვლილებას საჭიროებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა

„სკოლა ორსართულიანი და მდგრადი შენობაა, მაგრამ საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ჩვენი სახსრებით და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით გარკვეული საკითხები მოვაგვარეთ, მაგალითად, პანდემიის დროს შენობის შიგნით მოვაწესრიგეთ სველი წერტილები, რაშიც წალკის მერია დაგვეხმარა, ასევე გაკეთდა ექიმის ოთახი, სპორტდარბაზიც გვაქვს, თუმცა რემონტს საჭიროებს, რაც შეეხება კვების ობიექტს, ბუფეტს, ეს არ გაგვაჩნია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლა

„ასევე, გვესაჭიროება თანამედროვე ლაბორატორიები, რათა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის გაკვეთილები სრულფასოვნად ჩატარდეს.

„თავად ფიზიკის მასწავლებელი ვარ და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორია, ცდების ჩატარება და რამდენად უფრო ვითარდება ასეთ გარემოში მოსწავლე. ნათქვამია, ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობსო და ჭეშმარიტად, მართლაც ასეა. სულ სხვა ხალისი აქვს თეორიული ცოდნის მიღებისას პრაქტიკული ნაწილის გავლას, ცდების ჩატარებას და მასში მოსწავლეების უშუალო მონაწილეობას, რადგან ბავშვები გაცილებით მეტ ინტერესს იჩენენ ამ დროს, თავადაც იჩენენ ინიციატივებს და გაცილებით უფრო სრულყოფილ ცოდნას იძენენ.  ახალა, სამწუხაროდ, ამას მოკლებული ვართ“, – განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა

როგორც დირექტორმა აღნიშნა, აშკალის საჯარო სკოლა სოფლის შუაგულში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია განსაკუთრებულ ელფერს შესძენს სოფელს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა

„სკოლა სოფლის შუაგულში, საუკეთესო ადგილას მდებარეობს. ახლოს მდინარე ჩამოდის, ტერიტორია კი წიწვოვანი ტყითაა გარშემორტყმული და საოცრად სუფთა ჰაერია წლის ნებისმიერ დროს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა

„ასეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, სწავლა და დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდების ჯანმრთელობისთვის. ერთადერთი, რაც ახლა გვესაჭიროება თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი აშკალა – სოფლის ცენტრში საჯარო სკოლა

ვაჟა ზურნაჩიანი ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან და მათ საშუალო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საშუალება გააჩნიათ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

„ბოლო წლებში არა მარტოს სკოლების რეაბილიტაციის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა. შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, მეზობელ სოფელ ხაჩკოვში, გასულ წლებში, საკმაოდ დიდი ზომის სკოლის სამსართულიანი შენობა კაპიტალურად გარემონტდა, პრაქტიკულად, სრულიად ახალი სკოლა გაკეთდა.

„ჩვენს სოფელში ბეტონის გზა შემოვიდა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალური სივრცე მოეწყო, ახლა ვფიქრობ, სკოლის კაპიტალური რეაბილიტაციის დროა, რაც ალბათ, მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ხელისუფლებას გაცხადებული აქვს გეგმა, რომ საქართველოს ყველა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, სადაც  სასწავლო გარემო სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში მოცემული სტანდარტების შესაბამისი იქნება. ეს დიდი სიხარულის მომტანი იქნება ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლისთვის.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

„ჩვენ მადლიერი ვართ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღემდე გაწეული სამსახურისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოში ეთნიკურ სომხებს მშობლიურ ენაზე აქვთ საშუალო განათლების მიღების საშუალება – არა მხოლოდ წალკის, არამედ მარნეულის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში – თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები