Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ლენა კარაპეტიან: დიდი სურვილი მაქვს, მცირედით მაინც დავამსგავსო ბარალეთის №1 საჯარო სკოლა ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლას, რომელიც მე დავამთავრე

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ 6 წლის ვადით ახლად არჩეული ლენა კარაპეტიანი მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებული ნდობისათვის და თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სკოლის სამსართულიანი შენობის კაპიტალური რემონტის ჩატარებისთვის თანხების მოძიებას მიიჩნევს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

როგორც მან GUARDIANGE-ისთან საუბრისას აღნიშნა, დიდი სურვილი აქვს, მცირედით მაინც დაამსგავსოს ბარალეთის №1 საჯარო სკოლა ერევნის ფიზიკა-მათემატიკის არტაშეს შაჰინიანის სახელობის სკოლას, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა 1981 წელს და რომელიც მისი ინფორმაციით, გასულ წლებში მსოფლიოს საუკეთესო სკოლების ათეულში მოხვდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადება. 12 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ ერთხმად ამირჩია დირექტორის თანამდებობაზე. ვფიქრობ, რესურსცენტრი კარგად ხედავს იმას, თუ როგორ ვმუშაობ, რასაც ვაკეთებ სკოლისთვის, ამას ხედავენ. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და სამეურვეო საბჭოს წევრებს ნდობის გამოცხადებისთვის. მე სკოლაში კარგი სისტემა ავაწყვე, მაგრამ თუ ყოველდღიურად არ ცდილობ ამ სისტემის, დისციპლინის შენარჩუნებაზე, ვფიქრობ, საქმე გაფუჭდება. სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მკაცრი აღრიცხვის სისტემა მაქვს და დილას თუ ვინმე აკლია, მაშინვე მშობელს ვუკავშირდები და ვიგებ არყოფნის მიზეზს. თავად მშობლებიც ყურადღებით არიან და გვაგებინებენ თავიანთი შვილების ამბავს. მუდმივად საქმის კურსში ვარ, რომ არაფერი გამომრჩეს. მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხომ დირექტორზეა“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ლენა კარაპეტიანმა.  

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

ლენა კარაპეტიანის თქმით, ინფრასტრუქტურის მხრივ ბარალეთის №1 საჯარო სკოლაში მისი დირექტორის პოსტზე დანიშვნისას არასახარბიელო მდგომარეობა იყო და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, თუმცა სამსართულიანი შენობის კაპიტალური რემონტი სოლიდურ თანხებს საჭიროებს, რასაც სკოლის ბიუჯეტი ვერ სწვდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის შენობა და ეზო

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შენობის პირველი სართული მოწესრიგებულიყო. თუმცა მე-2 და მე-3 სართულები სრულ კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ზედა სართულებზე კარ-ფანჯრებიც არაა ჩასმული, და წყლის ჩამოსვლის საფრთხეა, რამდენჯერმე ჩამოვიდა კიდეც, დაანესტიანა კედლები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის შენობა და ეზო

„ამ საკითხზე არაერთხელ მყავს შეწუხებული მუნიციპალიტეტის მერია და არის დაპირება, რომ პრობლემა მოგვარდება, თუმცა მინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს. ამასთან, აუცილებელია სკოლას დახურული სპორტული დარბაზი გააჩნდეს, რადგან ზამთარი ჩვენთან ძალიან ცივია და სპორტის გაკვეთილებზე ბავშვების გარეთ გაყვანა სავარჯიშოდ მიზანშეწონილი არ არის. იმედი მაქვს, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – განუცხადა  GUARDIANGE-ის ლენა კარაპეტიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

დირექტორი წუხს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის კლების ტენდენცია გრძელდება და ამის მიზეზი მიგრაცია და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბარალეთი

„როდესაც დირექტორად დავინიშნე, 2010 წელს, ზუსტად მახსოვს, 116 მოსწავლე ირიცხებოდა სკოლაში და მას შემდეგ კლების პროცესი გრძელდება. ამჟამად მოსწავლეთა რაოდენობა 62-ს შეადგენს, თითქმის განახავრებულია. ეს განპირობებულია როგორც მიგრაციული პროცესებით, ისე შობადობის შემცირებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიგრაცია ჩვენი სოფლიდან არ არის ისეთი მაღალი, როგორც სხვა სოფლებიდან, უფრო იმაშია საქმე, რომ ახალგაზრდები ოჯახებს არ ქმნიან და შესაბამისად, დემოგრაფიულ პრობლემასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ლენა კარაპეტიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბარალეთი

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბარალეთის #1 საჯარო სკოლაში 19  პედაგოგია დასაქმებული, მათგან 16 უფროსია, 3 პრაქტიკოსი, თუმცა მათ გამოცდები ჩააბარეს, გრძელვადიანი ტრენინგი გაიარეს, ბ1 დონის სერტიფიკატი მიიღეს და სავარაუდოდ, იანვრისთვის ისინიც უფროსის სტატუსს მიიღებენ.

GUARDIANGE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებლები

მისი ინფორმაციით, სკოლაში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს, თუმცა კურსდამთავრებულების უმეტესობა სწავლას სომხეთში განაგრძობს და ამას თავისი მიზეზი აქვს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი

„ქართული ენის სწავლება საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ კვალიფიციური მასწავლებელი გვყავს, ერთი ქართველი, სამი სომეხი ეროვნების, რომელთაც თბილისში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი. ბავშვებს ქართული ენის სწავლას ისიც უადვილებს, რომ ჩვენს სოფელში ქართველი და სომეხი ეროვნების მოსახლოება შერეულად ცხოვრობს. სოფელში ქართულენოვანი სკოლაც ფუნქციონირებს და აქედან გამომდინარე, მეტი ურთიერთობა არსებობს ერთმანეთში. ასევე მუნიციპალიტეტის სხვა ქართულ სკოლასთან, მაგალითად სოფელ ოკამის №1 საჯარო სკოლასთან გვაქვს ურთიერთობა. გარდა ამისა, გასულ წლებში ჩვენი ბავშვები ქართველებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბანაკებში იმყოფებოდნენ და ყველაფერი ეს ძალზე აახლოებს მოზარდებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან მე-12 კლასელებთან ერთად

„ჩვენს სოფელში საერთოდ არ არის გარჩევა იმისა, ვინ რა ეროვნებისაა. ჩემს მეუღლეს ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. როცა დირექტორად დავინიშნე, იმხანად, სხვადასხვა წლებში, ჩვენს სკოლაში ქართული ენის ოთხი მასწავლებელი მოვიდა, ოთხი ახალგაზრდა ქალი და ოთხივე ჩემთან, ჩემს საკუთარ სახლში ცხოვრობდა. თავად მე ორი ქალიშვილი მყავს და ჩემი მეუღლე მეხუმრებოდა, რომ ექვსი გოგონას დედა ხარო. მართლა იმხელა სიყვარული გვაქვს ერთმანეთის, რომ ვერ წამოიდგენთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამჟამად წასული არიან ჩვენგან და თბილისში მუშაობენ, ურთიერთობა დღემდე არ შეგვიწყვეტია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან მე-12 კლასელებთან ერთად

„რაც შეეხება იმას, თუ სად განაგრძობენ ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლას, უმეტესობა სომხეთში, ერევანში მიდის, რადგან უმრავლესობას იქ ბინები აქვს, ან ახლო ნათესავები ჰყავთ. თბილისში ძალიან ძვირია საცხოვრებელი ბინების ქირის ფასი და ერევანში რომ ან საკუთარი ბინა აქვს ოჯახს, ან კიდევ უახლოესი ნათესავები ჰყავს, ეს უდიდეს ფინანსურ შეღავათს აძლევს ოჯახებს და აქედან გამომდინარე, არჩევენ შვილები ერევანში გაუშვან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

„2024 წელს 5 მე-12 კალსელი ამთავრებს სკოლას, მათგან 4-ს ერევანში ბინა აქვს და იქ მიდიან სწავლის გასაგრძელებლად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

„გასულ წელს 10-მა დაამთავრა ჩვენი სკოლა, მათგან ორი თბილისში სწავლობს უმაღლეს სასავლებელში, ერთი ახალციხის კოლეჯში, 7 კი ერევანში წავიდა და ყველამ იქაურ უნივერსიტეტებში ჩააბარა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ლენა კარაპეტიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

ლენა კარაპეტიანის ამაყობს, რომ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლასა და სპორტში წარმატებული არიან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული და კარგი ბავშვები გვყავს, როგორც სწავლის მხრივ, ისე ხელოვნების, სპორტის მიმართულებით. სხვადასხვა ღონისძიებაზე შესანიშნავად გამოდიან – ვრცელ ქართულ ლექსებს წარმოთქვამენ, ქართულ ცეკვებს ასრულებენ. ხშირად გაოცებულიც კი ვარ, როგორ ახერხებენ ასე კარგად ეს ბავშვები ამ ყველაფერს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან მოსწავლეებთან ერთად

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

„ზოგადად, ჩვენი სკოლის მცხოვრებნი ძალიან არიან მომართული სწავლისკენ. ამ სკოლის აღზრდილები საკმაოდ წარმატებულები არიან. მაგალითად, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი, არც ისე დიდი ხნის წინ ის აქ სწავლობდა, ჩვენ ვასწავლიდით. ასევე არიან პოლიციელები, ექიმები, პედაგოგები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები, რაც ძალზე სასიხარულოა“, – განაცხადა ლენა კარაპეტიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები

როგორც მან აღნიშნა, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ქართული არ იცოდა და სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ პირველი ნაბიჯები ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გადადგა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

„დირექტორად დანიშვნისას ქართული ენა თითქმის არ ვიცოდი, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, საკუთარ თავს დავუსახე ამოცანა, რომ აუცილებლად უნდა მესწავლა ქართული. სპეციალობით მათემატიკოსი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს უცხო ენები, ამიტომაც ჩავაბარე გერმანულზე ერევანში მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

„10-11 წლის წინათ, სხვა სომხურენოვანი სკოლების დირექტორებთან ერთად ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 3 თვით ვიმყოფებოდი და პირველი ნაბიჯები ქართული ენის შესწავლის მხრივ იქ გადავდგი, მას შემდეგ ყოველ დღე ვსწავლობ რაღაც ახალს. ზოგადად, ენების სწავლის მხრივ მიდრეკილება მაქვს და ესეც დამეხმარა სირთულეების დაძლევაში.

GUARDIANGE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად

„ძალიან შემიყვარდა ქუთაისი, დიდებული ქართული ქალაქი, შემიყვარდა იქაური, ძალიან თბილი, ზრდილობიანი ხალხი. ბაზარში რომ გავდიოდით, უკვე გვცნობდნენ – ოო, ჩვენი სომეხი დირექტორები მოვიდნენო – და პროდუქტებზე ფასებსაც გვიკლებდნენ. მას შემდეგ სულ ვცდილობ გავიღრმავო ქართული ენის ცოდნა. უკვე კარგა ხანია სომხურენოვან საჯარო სკოლებში საქმის წარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და დოკუმენტების გაცნობა, მოწესრიგება თავად მიწევს. ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ მონიტორინგს ერთი შენიშვნაც არ მოუცია“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ლენა კარაპეტიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

დირექტორის თქმით, მას თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვს პედაგოგებთან, ბავშვებთან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

„ჩვენთვის, ყველასათვის, სკოლა ერთი დიდი ოჯახია, ტრადიციული სომხური თუ ქართული ოჯახის მსგავსი, სადაც ყველა თაობის ადამიანი ერთად ცხოვრობს, სადაც ბავშვებს მოსვლა უხარიათ, რადგან მათ აქ სითბო, მეგობრული გარემო ხვდებათ. მე განურჩევლად მიყვარს ყველა ბავშვი, დიდ პატივს ვცემ მათ, პედაგოგებს. ისინიც ასე არიან ჩემ მიმართ განწყობილი. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დირექტორის მათდამი დამოკიდებულებას, რა განწყობით მივა ის დილას სკოლაში. ვცდილობ მეგობრული, მშვიდობიანი, კეთილი, ადამიანური გარემო სუფევდეს. არა მარტო სკოლაში, მთელ დედამიწაზე იგივე მინდა რომ იყოს, მით უფრო ამდენი უბედურების, ომების ფონზე. არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ უნდა ეწირებოდეს ომს, მით უმეტეს ბავშვები. მინდა მშვიდობიანი, სიყვარულით სავსე მსოფლიო“, – უთხრა GUARDIANGE-ის ლენა კარაპეტიანმა და დაამატა:

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის ეზო

„დირექტორი ძალიან განათლებული, კარგი სპეციალისტი, კარგი დიპლომატი უნდა იყოს და ყველაზე მთავარია, რომ დირექტორი იყოს კეთილი, მოსიყვარულე, მშვიდობის მოყვარული. დირექტორი სკოლის სახეა და მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს ბავშვების, მშობლების, პედაგოგების წინაშე“.

ლენა კარაპეტიანის მოკლე ბიოგრაფია

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა კარაპეტიან

დაიბადა 1963 წლის 28 დეკემბერს ახალქალაქში, 7 კლასის ჩათვლით სოფელ ბალხოს საშუალო სკოლაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც სწავლა სომხეთში, ერევნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში (დღეს არტაშეს შაჰინიანის სახელობის) მათემატიკის გამოცდის ჩაბარების შედეგად განაგრძო. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, ერთი გამოცდით ჩაირიცხა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1986 წარჩინებით დაამთავრა. მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, საღამოს საათებში, უნივერსიტეტში გერმანული ენის განხრითაც სწავლობდა და თარჯიმნის დიპლომი აიღო. ერევანში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ახალქალაქის რაიონში დაბრუნდა და მუშაობა ალათუმნის საშუალო სკოლაში პიონერ-ხელმძღვანელად დაიწყო, შემდეგ ბარალეთის საშუალო სკოლაში გადავიდა და ჯერ გერმანული ენის მასწავლებლად შეუდგა მუშაობას, შემდეგ კი მათემატიკის მასწავლებლად განაგრძო საქმიანობა. 2010 წელს, ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა, 2023 წლის 12 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ 6 წლის ვადით ერთხმად აირჩია დირექტორის თანამდებობაზე, პარალელურად ასწავლის მათემატიკას. (პირველად დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2012 წელს აირჩია, წელს კი მეორედ).

დაბლა GUARDIANGE-ის ფოტოებზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გაკვეთილზე

GUARDIANGE-ის ფოტოებზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლაში

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები