„500 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მქონე „იმედს“ რომ იჩუქებ, ბრიყვი უნდა იყო.
სად წაიღებს რეკლამას ოცნების მომსახურე ბიზნესი და მშიშარა ბანკები, „რუსთავზე“? შემდეგი რომ „რუსთავი 2-ია“, რომელიც ოფშორებიდან შემოტანილი შავი ფულით ფინანსდება? თანაც ეს აქედან გატანილი ფულია, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშებისათვის მოპარული.
სამართალი ურმით დადის და ადრე თუ გვიან ყველას მიადგება კარზეო“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

