მარნეულის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი: ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების თხოვნას და ახალ სკოლას აგვიშენებს

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი აცხადებს, რომ სადღეისოდ სასკოლო გარემო თანამედროვე პირობებს არ შეესაბამება და საჭიროა ახალი სკოლის პროექტირება და მშენებლობა.

დირექტორი იმედოვნებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაითვალისწინებს მარნეულის მუნიციპალიტეტის განაპირა სოფლის პედკოლექტივის, მშობლების, მოსწავლეების თხოვნას და სოფლის ინტერესებს და დროულად მოახდენს პრობლემაზე რეაგირებას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი

„ამჟამად ჩვენი საბაზო სკოლა ორ ცვლაში მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მხოლოდ 71-ს შეადგენს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ საკლასო ოთახები არ გვყოფნის. მეორე ცვლაში დაწყებითების – პირველი, მეორე და მესამე კლასების მოსწავლეები დადიან, დილიდან კი მეოთხე კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. სკოლაში, ჩვენი ბიუჯეტის სახსრებით რაც შევძელით, გავაკეთეთ, მთლიანად გამოვცვალეთ კარ-ფანჯრები, შევიძინეთ კომპიუტერები, ამჟამად გვესაჭიროება ახალი მერხები, თუმცა კიდევ ბევრი რამ გვჭირდება თანამედროვე სასკოლო გარემოს შესაბამისად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად

„სკოლის შენობა ძველია და უმჯობესი იქნებოდა მისი სრულად დანგრევა და თანამედროვე ორსართულიანი სკოლის აშენება, რომელსაც დახურული სპორტული დარბაზი ექნება, ასევე ბუფეტი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები. ორსართულიანი ახალი სკოლის აშენება იმიტომაცაა უპრიანი, რომ ჩვენი ეზო მხოლოდ 1200 კვ.მ.-ია და რადგან დიდი ტერიტორია არ გვაქვს, ორსართულიან შენობაში კომპაქტურად განთავსდებოდა საჭირო საკლასო ოთახები და სპორტდარბაზი და ეზოშიც დარჩებოდა სათანადო გასართობი სივრცე მოსაწავლეებისთვის. ამასთან, ბავშვებიც ერთ ცვლაში ისწავლიდნენ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად

„ეს სკოლა ყველა ვარიანტში ახლიდან უნდა აშენდეს, რადგან როგორც მოგახსენეთ, მისი თანამედროვე სკოლად გადაკეთება შეუძლებლად მიმაჩნია. იმედია, განათლების სამინისტრო ჩვენი სოფლის მცხოვრებთა პრობლემას გაითვალისწინებს და ახლო მომავალში ახალი სკოლის პროექტს შემოგვთავაზებს. ჩვენ, ეთნიკური აზერბაიჯანელები მუდმივად ვგრძნობთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას, ჩვენს ბავშვებს საშუალება აქვთ მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე ისწავლონ სკოლებში და ასევე, კარგად შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა, რადგან მისი ცოდნის გარეშე ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა რთული იქნება“, – უთხრა დოლახან ალიევმა ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE-ის.

ალიევმა, რომელიც ბეითარაბაჩის საჯარო სკოლაში დირექტორის პოსტზე 2005 წლიდან საქმიანობს, უმაღლესი სასწავლებელი აზერბაიჯანში დაამთავრა, რის შემდეგაც 5 წელი აზერბაიჯანში იმუშავა მასწავლებლად. 1983 წლიდან მან ბეითარაბაჩის საჯარო სკოლაში განაგრძო მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა და იგი დღემდე ასწავლის აღნიშნულ საგანს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი

როგორც თავად ამბობს, საგანმანათლებლო სფეროში ხანგრძლივმა საქმიანობამ მას ისე შეაყვარა სკოლა და ბავშვები, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძნელად წარმოუდგენია.

„48 წელია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ, 21 წელი კი დირექტორის თანამდებობაზე ვიმყოფები. სკოლა 2 ცვლაში მუშაობს და დილიდან დაღამებამდე აქ მიწევს ყოფნა, მართლაც მეორე სახლია ჩემთვის და ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარის რიტმით ცხოვრება. სკოლის და ბავშვების გარეშე მართლაც ვერ წარმომიდგენია ხვალინდელი დღე. არაფერია იმაზე კეთილშობილური საქმე, ვიდრე მომავალი თაობის აღზრდაა. სასიამოვნოა, როცა გაწეული შრომა ფასდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად

„დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ პედკოლექტივის, ბავშვებისა და მშობლებისგან, არა მარტო ამ სოფლის, არამედ მიმდებარე სოფლების – კასუმლოს, ულაშლოს, ბაითალოს და სხვა სოფლების მცხოვრებლებისგან. ეს კი დიდ ძალას მაძლევს, შემახსენებს, რომ დაღლის უფლება არ მაქვს. მინდა კიდევ დიდხანს ვემსახურო სკოლას და ბავშვებს. ყველაზე მეტად მინდა, რომ თანამედროვე სკოლა გვქონდეს. მჯერა, მალე ასეც იქნება, რადგან ბოლო წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში არაერთი სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა ან სრულიად ახალი სკოლა აშენდა და ალბათ ჩვენი ჯერიც დადგება. ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლება ჩვენს სატკივარს გულთან მიიტანს“, – განუცხადა GUARDIANGE-ის დოლახან ალიევმა.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლაში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი მოსწავლეებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოლახან ალიევი

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები