ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.

„ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები