რომან გოცირიძე: ამ დებატებს „ოცნების“ უსახური წარმომადგენლებიც კი იგებენ, ვინაიდან მათ ხელშია მანიპულაციის ბერკეტები

„როცა დებატებზეა საუბარი, პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გვახსენდება.

დებატები და დიალოგი კომუნიკაციის ფორმაა, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება თავიანთი მიზნით.

დებატები მოგებაზეა ორიენტირებული, დიალოგი გაგებაზე.

დებატები გაზომვადია. მას ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული.

დებატები პოლიტიკოსების ექსკლუზიური მონოპოლია არ არის, მაგრამ მაინც პოლიტიკასთან ასოცირდება.

დიდი მნიაშვნელობა აქვს ვის მოედანზე იმართება დებატები.

დებატებში განცდილი მარცხი ბაიდენს და მთელ დემოკრატიულ პარტიას ძალიან ძვირად დაუჯდა – საპრეზიდენტო ბრძოლას ჩაეხსნა და სიჩქარეში კონკურენტუნარიანი შემცვლელიც ვერ მოიძებნა.

პოლიტოკოსებთან როგორც წესი პოლიტიკოსები დებატონ.

“ოცნების” წესებით თამაშში შეყოლა მარცხისთვისაა განწურული. თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, სამწუხაროა. თუ ხვდება და მაინც თავისას არ იშლის, ან “ოცნების” თამაშს თამაშობს, ან გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ან გულუბრყვილოა.

ამ დებატებს „ოცნების“ უსახური წარმომადგენლებიც კი იგებენ, ვინაიდან მათ ხელშია მანიპულაციის ბერკეტები“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები