გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ ამ ჩვენს განათლებას სჭირდება ოპერაცია, ოღონდ არცერთი არ არის არც ექიმი და არც ქირურგი. თავისი საქმე აქვთ – ყველა მინისტრია. არავინ არ მონაწილეობას განათლების ექსპერტი, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან დებატებისას განაცხადა.
„როცა ვლაპარაკობთ შრომის ბაზრის კვლევაზე, არასდროს არ გამოქვეყნდა ეს შრომის ბაზრის კვლევა, როგორც არასდროს არ გამოქვეყნდა ის მტკიცებულებები, რასაც ეყრდნობოდა ის 3-გვერდნახევრიანი კონცეფცია. ამაშია ჩვენი გაუგებრობა, ამას ვითხოვთ პირველივე დღიდან – რას ეყრდნობა ეს კონცეფცია. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ განათლებას სჭირდება რეფორმა, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე – მე-14 წელია ქართული განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების საქმე ავალია თქვენს გუნდს. დასხდნენ მინისტრები და არ გვეუბნებიან ვინ იყო ექსპერტი – გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ ამ ჩვენს განათლებას სჭირდება ოპერაცია ოღონდ არცერთი არ არის არც ექიმი და არც ქირურგი. თავისი საქმე აქვთ – ყველა მინისტრია. არავინ არ მონაწილეობას განათლების ექსპერტი. ჩვენ რას ვითხოვთ – ჩვენ ვითხოვთ, რომ გვანახეთ რა ანალიზები ჩაუტარეთ, გვაჩვენეთ რა არის მოსალოდნელი შედეგი. კონსილიუმი მაინც მოიწვიეთ ექიმების – არა, ასეთი არ ხდება. გუშინწინ გაიყვანეს ორი პაციენტი ოპერაციაზე – ორი უნივერსიტეტი და გვიმტკიცებენ, რომ აუცილებლად ამათ უნდა ჩავუტაროთ ოპერაცია, ოღონდ იქაც არ იყო არანაირი არგუმენტები. ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი. მაგრამ, როგორ – თქვენ უნდა წარმოგვიდგინოთ ეს, რადგან თქვენ წარმოადგინეთ ეს კონცეფცია“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

