ნიკა გვარამია: კახა კალაძე გარანტირებულად ციხეში მოხვდება ძალიან მალე, თუ არ დალაგდა და აქედან არ წავიდა – გარანტირებულად, ეს ყველამ იცის

კალაძე გარანტირებულად ციხეში მოხვდება ძალიან მალე, თუ არ დალაგდა და აქედან არ წავიდა – გარანტირებულად. ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

„კახა კალაძე რატომ იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყნიდან გააღწიოს. ასე მარტივი არ არის, სისტემას თავი დააღწიო. კალაძე გარანტირებულად ციხეში მოხვდება ძალიან მალე, თუ არ დალაგდა და აქედან არ წავიდა – გარანტირებულად. ეს ყველამ იცის. […] ამაში ფულს იხდის, ალაგებს როგორც შეუძლია ყველანაირად, მათ შორის 4 ოქტომბრის ამბებშიც მისი ჩართულობა ამ მიმართულებით თვალნათელი იყო, რა ვიცი, რატომ ვერ დაინახა ვერავინ. […] ახლა ციხეში ვინც ზის, ორგანიზატორები, პირველ რიგში, რაღაცა ტიპის ხაფანგში მოექცნენ. რაღაცა დაიჯერეს ისეთი, რაც არ უნდა დაეჯერებინათ. […] რაღაცა მოხდა, რაზეც მოტყუვდნენ ადამიანები, ჩანს ეს. […] კალაძე ხომ ვიცით, ვისთან ულაგებს ბიძინას საქმეებს, 7 სულთან ერთად რომ იჯდა, ისეთ ხალხთან. 7 სული ქურდის ამბავი ხომ გვახსოვს კალაძის, 2012 წლის. ეს ხომ ყველამ იცის, ვისზე იყო ლაპარაკი. […] ძალიან მარტივად, ჯანგველაძის საქმე არსებობდა, რომელიც არ დალაგდა მანამ, სანამ 4 ოქტომბრის ამბავი არ ჩავარდა. ამის მერე ეს ამბავი დალაგდა, სამართლიანობამ იზეიმა, ასე ვთქვათ, დაიჭირეს ისინი, ვინც მართლა მოკლა ჯანგველაძე და პასუხისგებაში მისცეს ისიც კი, ვინც ვერავის წარმოედგინა – ფარცხალაძე. […] კალაძემ დაალაგა იმათთან, ვინც რაღაცა ფორმით იყო ამ პროცესში ჩართული…“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები