ბექა კობახიძე: აქ ვიქნები თუ საზღვარგარეთ, მე ჩემს თავსა და ოჯახს მოვუვლი, ამაში არ არის საქმე, მაგრამ ქვეყანას ვგლოვობ

„წარმოვიდგინოთ, არის მეცხრამეტე საუკუნე. ვიღაც იდეური ქართველები გასკდნენ შუაზე და საქართველოში ჩამოიყვანეს ჰარვარდის, კემბრიჯის და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს ისტორიის წერას ასწავლიან. დაიწყეს ამ ახალგაზრდებმა წერა. სულ რამდენიმე წელიწადში, მათ სახეებს ხედავენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ფორუმებზე, იგებენ ჯილდოებს და სხვ.

ვუყურებთ, ვხარობთ, მომავლის იმედი გვეძლევა… ამ დროს, რუსმა დაინახა, რომ საქართველოსთვის რაღაც კარგი ხდება და მაშინვე აკრძალა ეს საქმე.

როგორ ჩაიწერებოდა ეს საქართველოს ისტორიაში? კი, ასე ჩაიწერება. თუ ამ ქვეყანას მომავალი უწერია, აუცილებლად ითქმება ის რომ, ასეთი რამ კეთდებოდა ქვეყანაში და ეს აკრძალეს. ეს ჩემი ერთი, თორე რამდენი… რამდენი…

ვამაყობ ჩემი სტუდენტებით, კურსდამთავრებულებით, მათ მიერ მიღწეული შედეგებით.

ბაზრის კვლევაო. გამეცინა. ამ ლექტორებსა და სტუდენტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა.

დიდი მადლობა კოლეგებს, მეგობრებს და ილიაუნის, რომ ერთად ვაკეთეთ ეს საქმე.

აქ ვიქნები თუ საზღვარგარეთ, მე ჩემს თავსა და ოჯახს მოვუვლი, ამაში არ არის საქმე, მაგრამ ქვეყანას ვგლოვობ.

შევეცდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუ რამის გადარჩენა კიდევ შეიძლება, გადავარჩინოთ“, – წერს პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები