ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების განცხადება

2026 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.

დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა.

მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო

სამართლის სკოლის საბჭო

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები