პროფესორი მიხეილ ჯიბუტი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს: გთხოვთ, შეაჩეროთ და უარყოთ უმაღლესი განათლების რეფორმის საწყისად თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,

დღეისათვის საქართველოში ჩამოყალიბებულია სახელმწიფოს მმართველობის უნიკალური ფორმა – სოლოკრატია, როდესაც თქვენ არ გაქვთ ხელისუფლება, მაგრამ ფლობთ ხელისუფლებაზე მეტ ძალაუფლებას.

ხელისუფლება ცდილობს, ყველა თავის მოქმედებაში, დაიჭიროს ბალანსი თქვენდამი ლოიალობასა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას შორის. ამიტომაც, მასობრივი ცნობიერება, ყველა მათი გადაწყვეტილების უკან თქვენ წარმოგიდგენთ.

ასეა ეს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გაერთიანების“ გადაწყვეტილების შემთხვევაშიც.

არ იყო სწორი, უმაღლესი განათლების მოუმზადებელი რეფორმის გამშვებ ღილაკად, აღნიშნული ორი უნივერსიტეტის (მინიატურაში მთელი და საუკეთესო საქართველოს) რევოლუციური აფეთქებით დაწყება.

ახლა ხელისუფლება დაჩქარებული წესით, უკანა რიცხვით, ცდილობს გაცხადებული ცვლილებების საკანონმდებლო მოწესრიგებას. ეს ჰგავს შეცდომებში გაჯიუტებას. ეს არაა გზა ესკალაციის მოსახსნელად.

ამ ესკალაციის შეჩერება, პროცესების მშვიდ და ევოლუციურ ფორმებში გადაყვანა საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

გთხოვთ, შეაჩეროთ და უარყოთ უმაღლესი განათლების რეფორმის საწყისად თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება.

პატივისცემით,

მიხეილ ჯიბუტი

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები