[ვიდეო] ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს.

დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა-თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას და ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები