მიხეილ სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქოც-გრუზინები“ ამ ისტორიას საერთოდ არ დაიჯერებენ

„დიქტატორის ახალ მამულზე გამახსენდა – პრეზიდენტობის დროს, ადმინისტრაცია ქირაობდა ჩემთვის 2-სართულიან, 4-ოთახიან სახლს დიღომში. იქ იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, სადაც მათ პატარა ეზოში კურდღლები ჰყავდათ გაშვებული და ძალიან მოსწონდათ იქაურობა.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას, დაგვიდგა დრო სახლის დაცლის. ამ დროს გამოჩნდა სახლის მეპატრონე და შემოგვთავაზა ამ სახლის 300 ათას დოლარად ყიდვა, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ სიამოვნებით ვიყიდდით, მაგრამ ამდენი დანაზოგი უბრალოდ არ გვაქვს-მეთქი. მეპატრონეს გულიანად გაეცინა. დარწმუნებული ვარ, „ქოც-გრუზინები“ ამ ისტორიას საერთოდ არ დაიჯერებენ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები