GUARDIANGE-ის ფოტოზე: აშშ-ის საელჩო საქართველოში, თბილისი, 2025 წლის ოქტომბერი
საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ, რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვადის გადაცილებას.
„აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

