ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ჩინეთთან „უფრო მეტად დახვეწილი ურთიერთობის“ აშენება სურს.
„ჩინეთი გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო დახვეწილი ურთიერთობა ავაშენოთ, სადაც შევძლებთ თანამშრომლობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე შევძლებთ შინაარსიანი დიალოგის წარმოებას იმ სფეროებში, სადაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს“ – განაცხადა სტარმერმა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი „კეთილდღეობის ნიშანია“ და ქვეყნებს შორის მეტი დიალოგია აუცილებელი.
სი ძინპინის თქმით, დიდ ბრიტანეთთან კავშირებმა „გარდამტეხი ცვლილებები“ განიცადა, რაც არცერთი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურებოდა და ჩინეთი მზადაა დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის.
„კარგ საქმეებს ხშირად დრო და ძალისხმევა სჭირდება. ვიდრე რაღაც სწორია და ემსახურება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს, ჩვენ უნდა გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა. ჩინეთი მზადაა, დიდ ბრიტანეთთან განავითაროს გრძელვადიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა სი ძინპინმა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ჩინეთში.

