Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ 1000 ლარამდე გაზრდილ პენსიას

მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ამ ადამიანებს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის, არის ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ ჩაკეტილი იყო დღემდე, 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და ეს პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი გვექნება, რომ ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ, მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება, 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ამ ადამიანებს და ჩვენ ამ ოჯახებს 1200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას და კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები