GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Air Force One-ით 20 იანვარს, ღამით უსაფრთხოდ დაეშვა ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის ბაზაზე, თვითმფრინავის შესაცვლელად, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ფრენის ეკიპაჟმა აფრენიდან მალევე აღმოაჩინა ის, რასაც თეთრმა სახლმა „მცირე ელექტრო პრობლემა“ უწოდა.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, „ბოინგ 747“-ის დაშვების შემდეგ ფრენა უფრო პატარა „Boeing 757“-ით გაგრძელდა, რომელიც 21 იანვარს, ადგილობრივი დროით შუაღამის (05:00 GMT), პირველი რეისის აფრენიდან ორ საათზე მეტი ხნის შემდეგ გაფრინდა.
ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიემგზავრება.
„როიტერსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობით საჰაერო უსაფრთხოების ინციდენტები იშვიათია, მაგრამ არა უპრეცედენტო.
2011 წელს, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონექტიკუტში ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა, Air Force One-ის თვითმფრინავმა ცუდი ამინდის გამო დაშვება შეწყვიტა.
2012 წელს, Air Force Two-ს თვითმფრინავს, რომელშიც მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა, კალიფორნიაში ფრინველები შეეჯახა, თუმცა ავიალაინერმა უპრობლემოდ დაშვება მოახერხა.

