მიხეილ სააკაშვილი ვახტანგ გომელაურს რუსთავის ციხეში იბარებს: მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა

„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.

ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“, –  წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები