„ორი პროფესია მაქვს, მაგრამ სკოლა ავირჩიე, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვები და ვცდილობ, ვიყო მეგობრული, თუმცა დისციპლინის მომთხოვნიც“ – ახალქალაქის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი

GUARDIANGE ქალბატონი არუსიაკ პეტროსიანი 2004 წლიდან მუშაობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, დირექტორად კი 2020 წელს დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე 16 წელი ამავე სკოლაში პედაგოგი იყო, და სასკოლო გარემოს კარგად იცნობდა, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მისი ვალდებულება ერთიორად გაიზარდა და მას უკვე პირდაპირ შეეხო სკოლასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება – ინფრასტრუქტურით დაწყებული, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვით დამთავრებული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ

როგორც  GUARDIANGE-ის დირექტორმა განუცხადა, სკოლის ეფექტურად მართვა ორგანიზაციული საკითხების გადაჭრის ნიჭთან ერთად მრავალმხრივი უნარების ქონასაც საჭიროებს, რადგან ხელმძღვანელმა პირმა პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით ისე უნდა წარმართოს სასკოლო ცხოვრება, რომ ყველა კმაყოფილი იყოს შედეგით, ეს კი, ქალბატონი არუსიაკ პეტროსიანის თქმით, საკმაოდ რთულია და პროცესში დირექტორის მუდმივ ჩართულობას, დისციპლინის შენარჩუნებას და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

არუსიაკ პეტროსიანი კმაყოფილია იმით, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში უკანასკნელი ათწლეულები, განსაკუთრებით კი ბოლო 10 წელი, ქართულის როგორც მეორე ენის სწავლება ხელშესახებ შედეგებს იძლევა და კურსდამთავრებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორი არაქართულენოვან საჯარო სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაში ბილინგვური სწავლების შემოღების როლსაც ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ახლო მომავალში შედეგი იმდენად ხელშესახები იქნება, რომ სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები ქართველების მსგავსად შეძლებენ ქართულად საუბარს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი

„კარგი პედაგოგები და მოსწავლეები გვყავს. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მხრივ კარგი შედეგები გვაქვს. მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ენისადმი სწავლის მაღალ ინტერესს გამოხატავს და ამ მიმართულებით აღსანიშნავია ბილინგვური სწავლების როლის გაძლიერება.

„მოგეხსენებათ, ბოლო წლებში არაქართულენოვან საჯარო სკოლებში აქტიურად ინერგება ბილინგვური სწავლება, დაწყებითი კლასების დონეზე და ამ პროექტის წყალობით, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში საგრძნობლად გაუმჯობესდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონე. სახელმწიფო მართლაც ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. მოსწონთ ბავშვებს ეს პროექტი. მაგრამ მე ამ მხრივ ჩემი მოსაზრება მაქვს. იმისათვის, რომ ბილინგვური სწავლება უფრო ეფექტური იყოს, ალბათ, აჯობებდა, რომ არა ერთი გაკვეთილის ფორმატში იყოს მოცული სწავლება, არამედ ორ ნაწილად გაიყოს.

„მაგალითად, ამჟამად, საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესის დაწყებისას, გაკვეთილზე შედის როგორც საგნის მასწავლებელი, ისე ბილინგვურის სპეციალისტი და ისინი ერთიან ფორმატში ატარებენ გაკვეთილს, მაგალითად, „ჩემი საქართველო“ – ერთი სომხურ ენაზე და მეორე ქართულად.

„ვფიქრობ, სწავლება უფრო ეფექტური იქნებოდა, თუკი ერთის ნაცვლად ორი გაკვეთილი ჩატარდებოდა, პირველი მაგალითად სომხურ ენაზე და მეორე იმავე საგანში, ცალკე უკვე ქართულ ენაზე. რამეთუ მოსწავლეები მშობლიურ ენაზე ახსნის შემდეგ, უკეთ გაიაზრებდნენ უკვე იგივე საგანს ქართულ ენაზე“, – უთხრა GUARDIANGE-ის არუსიაკ პეტროსიანმა და დაამატა, რომ აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ეტაპზე ბილინგვური სწავლება დაწყებით კლასებში ინერგება და პატარებისთვის არც ისე ადვილია ერთდროულად ასეთი დატვირთვა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები

თუმცა, დირექტორის აზრით, ხაზგასასმელია ისიც, რომ ახლა ქართულის სწავლების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, რადგან თავად ამ ბავშვების მშობლებმაც იციან  უკვე ქართული ენა გარკვეულ დონეზე და ეს აადვილებს საქმეს.

„ადრე მშობლებმა არ იცოდნენ ქართული და მათსა და შვილებს შორის დიდი ენობრივი ბარიერი არსებობდა, რაც ბუნებრივია, ართულებდა საქმეს, ბავშვებსაც ნაკლები მოტივაცია და შესაძლებლობა ჰქონდათ სწავლის“, – აღნიშნა დირექტორმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები

იგი ამბობს, რომ ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე თუგინდ 10 წლის წინ იყო.

„ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ახლა სახელმწიფო ენის შესწავლის მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ, უკვე რამდენიმე ათეული წელია ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები ყოველდღიურად ტარდება არაქართულენოვან საჯარო სკოლებში, პატარები პირველი კლასიდანვე სწავლობენ მას და ამ ხნის განმავლობაში უკვე წამოვიდა ის თაობა, რომელთა მშობლებიც თავადვე სწავლობდნენ ინტენსიურად ქართულ ენას, რომელთა გარკვეულ ნაწილს ჩვენც ვასწავლიდით…  ადრე, 1990-იან წლებში მაგალითად, სომხურენოვან სკოლებში ქართულს კვირაში 2 საათი ეთმობოდა და ამ დროის მოსწავლეებმა, რომლებიც ახლა ზრდასრულები არიან, არ იციან ქართული და მათ თავიანთი შვილებისთვისაც არ შეეძლოთ დახმარება, ახლა კი, უკვე იმ თაობის შვილები შემოდინა სკოლაში, რომლებიც კვირაში 5 საათი სწავლობდნენ ქართულს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლანდელი ბავშვები გაცილებით უკეთ სწავლობენ და დარწმუნებული ვარ, უკვე მათ შვილებს, როგორ ქართველებს, ისე ეცოდინებათ საქართველოს სახელმწიფო ენა. ამასთან, უკევ საბავშვო ბაღებშიც ინერგება ბილინგვური სწავლება, აჩვენებენ მულტფილმებს, სხვადასხვა სახის ვიდეო რესურსებს. ბავშვები ისმენენ, უყურებენ და უფრო ადვილად ითვისებენ. რა თქმა უნდა, როცა უყურებ, როცა გესმის, უკეთ ითვისებ, ვიდრე როცა მხოლოდ კითხულობ.

„ახლა ბავშვებმა სომხურის გარდა იციან ქართული ცეკვები, სიმღერები, ქართული სამზარეულო, მაგალითად  საცივი, აჭარული ხაჭაპური და ა.შ. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით თუ როგორ უნდა გაარჩიონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები“, – განუცხადა GUARDIANGE-ის არუსიაკ პეტროსიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორის ერთ-ერთი მთავარი საწუხარი სკოლაში ბავშვების მცირე რაოდენობაა.

„მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირე კი, ვაუჩერული სისტემის პირობებში, დაფინანსების საკითხზე აისახება ნეგატიურად. არადა, სოფელში საკმაოდ ბევრი სასკოლო ასაკის ბავშვია, მაგრამ რატომღაც, აქ მცხოვრებთა ნაწილს, თავიანთი შვილები ქალაქში, ახალქალაქის რუსულ ან სომხურ საჯარო სკოლაში მიჰყავს,  გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი ახლოსაა. ეს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ქალაქთან ახლომდებარე ყველა სხვა დანარჩენი სოფლის სკოლების პრობლემაცაა – კულიკამის, ხულგუმოს, დილისკის, ხოსპიოს, მურჯახეთის…

„მეორე მხრივ, მცირეკონტინგენტიანობას თავისი დადებითი მხარეც აქვს. მასწავლებელს 45 წუთის განმავლობაში 3-4 ბავშვთან უწევს საგაკვეთილო პროცესის ჩატარება და დიდი დრო აქვს, ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ მოსწავლესთან, ქალაქის სკოლებში კი, სადაც 20 ან 30 ბავშვია, ძალიან რთულია სათანადო ყურადღების დათმობა. მიუხედავად ამისა, მშობლების ერთი ნაწილი ქალაქს ანიჭებს უპიარტესობას. არადა, აქ გაცილებით მეტი ყურადღება ექცევათ ბავშვებს, ყოველ დღე ეკითხება მასწავლებელი გაკვეთილს, პედკოლექტივიც საკმაოდ მაღალკვალიფიციური გვყავს.  ამას ადასტურებ ის, რომ გასულ წელს ჩვენი სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა უფასოზე ჩააბარა თბილისში“, – თქვა არუსიაკ პეტროსიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი

მან სკოლაში თავისი 21-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის, მათ შორის დირექტორის პოსტზე 5-წლიანი მუშაობის პერიოდის შეფასებისას აღნიშნა, რომ ორი პროფესიის ქონის მიუხედავად, არჩევანი სკოლაზე გააკეთა, რადგან უზომოდ უყვარს ბავშვები, თუმცა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ სკოლის ხელმძღვანელობა სხვადასხვა უნარებთან ერთად საჭიროებს დისციპლინის მაღალ დონეზე შენარჩუნებას, რომ მართვა ეფექტური იყოს.

„ორი პროფესია მაქვს – იურისტის და მასწავლებლის, მაგრამ მე მასწავლებლობა ავირჩიე ჩემს ასპარეზად და არა იურისტის კარიერა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მთავარი ეს იყო, რომ ბავშვები ძალიან, ძალიან მიყვარს. როდესაც შენი ყოფილი მოსწავლეები ბანკებში, საავადმყოფოებში ან სხვაგან მუშაობენ და მათ ვხედავ, ძალზე მსიამოვნებს იმის გახსენება, რომ ესენი ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ასევე, როცა ჩვენი საბაზო სკოლის მე-10 კლასის შემდეგ მოსწავლეები ახალქალაქის  თუმანიანის სახელობის საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას და იქ მისულს მასწავლებლები მეტყვიან, თუ როგორ კარგად სწავლობენ და იქცევიან ისინი, გული სიხარულით მევსება. ე.ი. ამაოდ არ ჩაუვლია ჩვენს გაწეულ შრომას და მზრუნველობას.  როგორც კარტოფილის დათესვის შემდეგ გიხარია კარგი, ბარაქიანი მოსავლის მიღება, შეიძლება ითქვას, ასევეა ეს პროცესიც, ბავშვებში ჩადებული შრომის და ამაგის შედეგს რომ ხედავ, მეტისმეტად სასიამოვნო შეგრძნებაა.

„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ალბათ ყველა ორგანიზაციის და განსაკუთრებით მაინც სკოლის ხელმძღვანელობა სხვადასხვა უნარებთან ერთად საჭიროებს დისციპლინის მაღალ დონეზე შენარჩუნებას, რომ მართვა ეფექტური იყოს. სკოლაში ეს განსაკუთრებით საჭიროა. ვცდილობ, როგორც პედაგოგებთან, ისე ბავშვებთან ვიყო მეგობრული, მაგრამ ამავე დროს დისციპლინის მომთხოვნიც. მთავარია, პატივისცემა არსებობდეს დირექტორის მიმართ როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან, ისევე როგორც დირექტორიც ვალდებულია ანალოგიურად იყოს განწყობილი თავისი კოლექტივისადმი და თუკი სკოლაში ამ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფერო სუფევს, ჩათვალეთ, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება“, – განაცხადა არუსიაკ პეტროსიანმა GUARDIANGE-ისთან საუბრისას და დაამატა:

„მინდა აუცილებლად აღვნიშნო ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონი თერეზა ჩივჩიანის და მისი მოადგილის, ბატონი მანუჩარ მიქელაძის დახმარება. ისინი განათლების სისტემაში მიმდინარე ყველა სიახლეს მომენტალურად გვაწვდიან და თვალყურს ადევნებენ რეალობაში ამ სიახლეების დანერგვის პროცესს“.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დილას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით იწყებენ
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლე

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და დირექტორი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის დირექტორი არუსიაკ პეტროსიანი

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები