Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

კახაბერ ოქრიაშვილი: ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენ, „რუსულ ქოცობას“ მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ

„გიორგი ტატუაშვილი არის საქართველოში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში გამორჩეული პოლიტიკოსი. ჩემი შეფასებით, ის იყო საქართველოს მასშტაბით 2017-დან 2021 წლამდე ერთადერთი ოპოზიციონერი, კვალიფიციური, არაკორუმპირებული და კომპეტენტური მერი. სწორედ ამიტომ „რუსულმა ოცნებამ“ და სუს-მა ვერ მოიპოვეს მასზე ზეგავლენის ბერკეტები და როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაგვიპირისპირეს მათ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი და მართული აღვირახსნილი ბანდები, რომელთა მაშინდელი ხელმძღვანელები გიორგი ტატუაშვილზე ახლანდელი თავდასხმის მონაწილე პირები არიან. ეს ყველაფერი კავშირში იყო გასულ არჩევნებთან და ახლაც მომავალ არჩევნებს უკავშირდება.

ყველას ახსოვს წინასაარჩევნო ძალადობა, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის არაერთი ფაქტი, უამრავი ნაცემი, დასჯილი, დაშინებული, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანი დმანისში, წალკაში, ბოლნისში, თეთრიწყაროში. ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად, მთელი საქართველოს დასაშინებლად. „რუსული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში არ მიმართავს ამ ღია წინასაარჩევნო ბანდიტიზმს – მათ ეს არ სჭირდებათ. ამას საჩვენებლად აკეთებენ რამდენიმე ოლქში და ბანდიტიზმის წერტილოვან გამოყენებას გავლენა აქვს არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასე გააყალბეს 2020 და 2021 წლების არჩევნები და იგივეს აპირებენ 2024 წელსაც. არ გაუვათ! ქართული ბანდიტიზმი არის „რუსული ოცნების“ სახე. ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია და ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენ, „რუსულ ქოცობას“ მაგ ბანდიტურ სახეს აგახევთ!“ – წერს „ფეისბუქში“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახაბერ ოქრიაშვილი.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები