„ვიმყოფებოდი შიგნით, შევხვდი ღარიბაშვილს, ბატონ ირაკლის. საკმაოდ მხნედ გამოიყურება ციხის კვალობაზე. საუბარი, გადასაცემი და ა.შ. ადამიანებისთვის არ აქვს. საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ პირველადი მოხმარების საგნები მოგვეგვარებინა თავდაპირველად და ნუ, ზოგადად რა ხდებოდა გარეთ, რა ხდება შიგნით. საიდუმლო ინფორმაციაა რომელ საკანშია, ვინაიდან უსაფრთხოების თემაა. რაც შეეხება პირობებს, როგორც ყველა პატიმარი ისეთ პირობებშია, არც პლუსებით და არც მინუსებით. ჩვეულებრივად დახვდნენ როგორც ყველა პატიმარს ხვდებიან. რაც შეეხება ტელევიზორს და ტანსაცმელს ახლა ვაგვარებთ მაგას…“ – ამბობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი. კითხვას, ხომ არ ელოდება ახალი ბრალის წაყენებას, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე არა, „მაგრამ მაგას წინასწარ ვერავინ იტყვის“.
„საერთო ჯამში კი ვიტყვი, როგორც მის ფიქრზე, ისე ოჯახის წევრების პოზიციაზე. აქ უნდა გაიყოს ორად. ერთი არის ემოციური ნაწილი, მეორე კი პროფესიული. ემოციურ ნაწილზე არავის არ სიამოვნებს, მისი ოჯახის წევრი როცა ციხეშია, მარტივია და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დაწეროს, რაღაცა იფიქროს, მაგრამ იმიტომაც ბრძანდებით თქვენც, მეც და ის გუნდი ვინც ამ საქმეშია ჩართული, პროფესიონალები, რომ ცივი გონებით უნდა განსაზღვრო ეს ყველაფერი და ცივი გონებით ზუსტად ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც მისაღები იყო. ის, რომ 5 წელი იჯდება და რამდენი წელი იჯდება, ბატონი ირაკლი არის ის ადამიანი, რომ 5 წელიც იჯდება და ისე იჯდება, როგორც მამაკაცები ზიან“, – უთხრა ადვოკატმა TV პირველს, როგორც ამას „მთავარი“ იტყობინება. [სტილი დაცულია]

