რომან გოცირიძე: რაღაც არარეალისტურს ჰგავს ტრამპის ეს ნაბიჯი

„ძალიან სერიოზული ამბავია!

ტრამპმა მოაწერა განკარგულებას ხელი, რომლის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ბიზნესს ირანში, მოუწევს ამერიკასთან ვაჭრობაში საბაჟო გადასახადის გადახდა 25 პროცენტის ოდენობით.

გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ირანთან შეადგინა 322 მილიონი დოლარი“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და მოგვიანებით კომენტარის სახით ამატებს: „ჩვენ ვყიდით ამერიკაში 140 მილიონი დოლარის საქონელს. დამატებით ამ ბაჟის დაწესების შემთხვევაში შეიძლება ვაჭრობა მინიმუმადე დავიდეს“.

გოცირიძე კომენტარის ველში ასევე წერს: „თუ ტრამპის მორიგი ოხუნჯობა არ არის. ჩინეთი ან რუსეთი როგორ შეწყვეტს. ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა 13 მილიარდი დოლარი აქვს, რუსეთთან 5 მილიარდი, თურქეთთან 5 მილიარდი. პირველ ადგილზეა ემირატები – 25 მილიარდი. რაღაც არარეალისტურს ჰგავს ტრამპის ეს ნაბიჯი“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები