აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„დღეს, 13:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. შეხვედრა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება. მედია მოწვეულია“, – წერს ტრამპი.
ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა ფლორიდაში იმართება.

