ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დახურულ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები