ირაკლი კობახიძე: 86%-იანი ფასნამატის პირობებში საუბრობენ 18%-იან დღგ-ზე, ღიმილისმომგვრელია, დღგ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და სუპერმარკეტები

86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ფასების მატების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან დღგ-ზე საუბარს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები ადებენ .

„დღგ არის 18 % და ფასნამატი არის 86 %. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები