სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი.

