სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის უცნობია, რომელ საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

„როცა დამიბარეს, მოვედი. არ ვიცი არაფერი. ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასდროს. პირველად ვარ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა განაცხადა: „ღვთის ნებაა ყველაფერი. ვერაფერს გამოვრიცხავ“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები