„Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია” – ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად ილონ მასკმა გააკეთა. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში მიანიჭა. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX” საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.
Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
Starlink-ი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ, ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის უკვე საქართველოშია შესაძლებელი.
ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.