ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების მცდელობას ქურდობა უწოდა – „ეს არის ქურდობა და ქურდებისთვის შედეგები ძალიან სერიოზულია“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენების მცდელობის გამო გააკრიტიკა.

პუტინმა ევროკავშირის ქვეყნები „ქურდებს“ შეადარა და განაცხადა, რომ ამ პროცესს შესაძლოა „სერიოზული შედეგები“ მოჰყვეს.

„ეს არის ქურდობა და ქურდებისთვის შედეგები ძალიან სერიოზულია. სხვისი ფულის მოპარვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის. თუმცა, არსებობს სხვა, უფრო სერიოზული შედეგები მათთვის, ვინც ამის გაკეთებას ცდილობს. ეს არ არის მხოლოდ იმიჯზე დარტყმა – ამ შემთხვევაში ეს ძირს უთხრის ევროზონის მიმართ ნდობას, რადგან, რა თქმა უნდა, ბევრი ქვეყანა, და არა მხოლოდ რუსეთი, თავის ოქროსა და ვალუტის რეზერვებს ევროზონაში ინახავს. რაც არ უნდა მოიპარონ და როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ მათ მოუწევთ მისი დაბრუნება. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს უპირველესად სასამართლოებში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები