ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით, სესხის აღების გზით დააფინანსებს

წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

„ჩვენ ყველას ერთი მკაფიო მიზანი გვაქვს, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბეთ მკაფიო მიზნით: მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების მოგვარებისთვის და დიდი სიხარულით შემიძლია, ვთქვა: ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ დააფინანსებენ უკრაინას ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით, 90 მილიარდი ევროს ოდენობით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული თანამშრომლობის გზით, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსებით და ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დასჭირდება. მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება. ეს არის გამოსავალი, რომელიც ერთად ვიპოვეთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები