Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ერთეული ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი. 

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები