დონალდ ტრამპი: ზელენსკი თავისი გარემოცვიდან ერთადერთია, ვისაც ომის დასასრულებლად ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმა არ მოსწონს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთადერთია, ვისაც ომის დასასრულებლად ვაშინგტონის გეგმა არ მოსწონს.

მისი თქმით, აშშ-ის გეგმას ზელენსკის ახლო გარემოცვაც უჭერს მხარს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრა იგეგმება, რომელსაც შეერთებული შტატების წარმომადგენელი დაესწრება.

„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია. ეს არის შეთანხმება, რომელიც შეაჩერებდა ათასობით სიცოცხლის მკვლელობას ყოველთვიურად, ათასობით სიცოცხლის, ძირითადად ჯარისკაცების. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები