პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად – მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია.
ორივე კანდიდატურას 83-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პარლამენტში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.