12-14 დეკემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

GUARDIANGE-ის 2025 წლის 21 მარტს გადაღებულ ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს მიმდებარე ტერიტორია 

გარემოს ეროვნული სააგენტო 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელი გაუარესებული ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები