ირაკლი კობახიძე: 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება, დადგეს თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის ვანო მერაბიშვილი

2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება, დადგეს თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, რადგან შეგნებულად გამოდის, რომ კონკრეტული ფხვნილი შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების დასრულებას.

შეგნებულად მოხდა საკითხის დრამატიზება, „ბიბისი“ როდესაც ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნივთიერება და მას შემდეგ აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ იყო გამოყენებული მიტინგის დაშლის დროს, ეს არის შეგნებული დრამატიზების მცდელობა და ეს სიცრუე ძალიან მარტივად ამხილა შსს-მ. დანარჩენს დაადგენს გამოძიება და წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას. მე შეიძლება ვიცოდე, რომ ვიღაცამ კაცი არ მოკლა, მაგრამ გამოძიება თუ გრძელდება, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ასეთი რამ გითხრათ. მე ასეთი ვარაუდით შემიძლია ვისაუბრო. წესით, შსს-ს უნდა გადაემოწმებინა ის ინფორმაცია, თუ რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს. 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება, დადგეს თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ შეგნებულად გამოდის, რომ კონკრეტული ფხვნილი შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება. ამიტომ არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს, როგორც დამნაშავე ამ საქმეში. ვსაუბრობთ თეორიაზე და ნუ გავაგრძელებთ საუბარს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მაგრამ თეორიულად თუ მეკითხებით და პოლიტიკურად, არ გირჩევთ, რომ თქვენი პარტიის ლიდერი აღმოჩნდეს დამნაშავე ამ საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები