ქალაქ ნინოწმინდაში სკვერი, სპორტული სკოლა, ფანჩატური და სავარჯიშო ტრენაჟორები გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
მერიის ინიციატივით, სპორტული ობიექტის გახსნის ღონისძიებაზე, დაჯილდოვდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

