„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტა. შიმშილობა ასევე შეწყვიტეს პარლამენტთან მოშიმშილე სხვა პირებმაც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.
მოშიმშილეებთან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მივიდა და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა შიმშილობა 28 ოქტომბერს დაიწყეს.

